LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი დაიწყო

126

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონი დაპირისპირების შემდეგ ამხანაგურ მატჩს  დაეთმო. ამ ინიციატივით კახი კალაძე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ადგილობრივებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საფეხბურთო მატჩში თბილისის მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი მონაწილეობს.

 

შეგახსენებთ, 8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები