LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი ახალ რჩეულთან ერთად პაპარაცებმა დააფიქსირეს

97

ბენ აფლეკის ახალი რჩეულის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ ყოფილი მეუღლის რომანის შესახებ დიდი ხანია იცის ჯენიფერ გარნერმაც, თუმცა, შვილების გამო, ის აფლეკთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ბუნებრივია, მას შემდეგ რაც მსახიობის ახალი რჩეულის ვინაობა გაჟღერდა, ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა. ამ დღეებში პაპარაცებმა ბენი და  ლინდსი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანთან პაემნის დროს დააფიქსირეს.

მანამდე მსახიობი და პროდიუსერი სემ მენდესის შოუს The Ferryman დაესწრნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შორის სერიოზული ურთიერთობაა და არ სურთ, მოვლენებს წინ გაუსწრონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები