LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო აცხადებს, რომ ბენთან ქორწილის ჩაშლის შემდეგ, მას კიდევ რამდენიმე თვე ხვდებოდა – უახლესი ინტერვიუ

317
page

ჯეი ლოს ალბომის, This Is Me… Now პრემიერა უკვე შედგა. არტისტი ახლა აქტიურად სტუმრობს შოუებს, სადაც დეტალებსაც გვიზიარებს ალბომის შესახებ, რომელიც ბენ აფლეკთან დაუვიწყარი სასიყვარულო კავშირით არის შთაგონებული.

„შენი სხეული მენატრება“ – ჯეი ლოს ახალი სიმღერა პიკანტური დეტალებით ბენზე და არტისტის უახლესი გამოჩენა ვარდისფერ კაბაში

54 წლის ჯეი ლო დაუფარავად საუბრობს ბენთან წარსულ, წარუმატებელ ურთიერთობაზე. აქამდე ყველას ეგონა, რომ წყვილი ერთმანეთს 2003 წელს დაშორდა, მაშინვე, როცა ქორწილი ჩაშალეს, თუმცა ახლა სიმართლეს ფარდა აეხადა.

ჯეი ლომ სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ისინი 2004 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.

„ორივე დავეჭვდით ჩვენს ურთიერთობაში. როცა ქორწილი ჩაიშალა, ჩვენ ერთად კიდევ რამდენიმე თვე ვიყავით, საბოლოოდ კი 2024 წლის იანვარში დავშორდით“, – ჰყვება ჯეი ლო.

„რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ იცხოვრო“- ჯეინ ფონდა ჯეი ლოს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები