LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი სხეული მენატრება“ – ჯეი ლოს ახალი სიმღერა პიკანტური დეტალებით ბენზე და არტისტის უახლესი გამოჩენა ვარდისფერ კაბაში

205
page

ჯეი ლოს ალბომის, This Is Me… Now პრემიერა უკვე შედგა. ახლა არტისტი აქტიურად სტუმრობს შოუებსა და დეტალებსაც გვიზიარებს ალბომის შესახებ, რომელიც ბენ აფლეკთან დაუვიწყარი სასიყვარულო კავშირით არის შთაგონებული.

რამდენიმე საათის წინ, ჯეი ლო პაპარაცებმა ულამაზეს ვარდისფერ კაბაში გადაიღეს, ის მორიგ გადაცემაში მიემართებოდა. აგრეთვე, გავრცელდა მისი ახალი სიმღერა, Greatest Love Story Never Told, სადაც 54 წლის ჯეი ლო ბენის შესახებ მღერის და არც პიკანტური დეტალების გასაჯაროებას ერიდება.

„შენი სხეული მენატრება, შენ ჩემზე… ეს ბედია, რომ ერთ ცხოვრებაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს და თუ ადრე დრო დავკარგეთ, ახლა ჩვენ ერთმანეთს აღარ გავუშვებთ“, – მღერის ლოპესი.

„რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ იცხოვრო“- ჯეინ ფონდა ჯეი ლოს მიმართავს

ბენის საფირმო გამომეტყველება და ჯეი ლოს თვალწარმტაცი „ლუქი“ – „ბენიფერი“ ფილმის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები