LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი ალკო და ნარკოდამოკიდებულებას ისევ ებრძვის

54

წლების მანძილზე, ბენ აფლეკს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან ბრძოლაში მეუღლე, ჯენიფერ გარნერი ეხმარებოდა. ამჯერად კი მის გვერდში მეგობარი გოგო, ლინდსი შუკუსია.

ალკოდამოკიდებულებასთან ბრძოლა აფლეკმა 2001 წელს დაიწყო, განმეორებითი კურსი კი მან 2017 წელს გაიარა. მკურნალობის დასასრულს მან ჟურნალისტებს წარმატებული რეაბილიტაციის შესახებ უამბო.

მინდა ვიყო საუკეთესო მამა. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ დახმარების თხოვნა სამარცხვინო არ არის“, – განაცხადა მაშინ ბენმა.

თუმცა, სექტემბრის ბოლოს ისევ გახდა ცნობილი, რომ აფლეკი ნარკოდამოკიდებულებას კვლავ ებრძვის. ინსაიდერის თქმით, მსახიობს სურს, რაც შეიძლება მალე გავიდეს ამ გზის ბოლოში, თუმცა გააზრებული აქვს, რომ ის საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები