LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემების ზაფხული პრესტიჟულ კურორტზე (ფოტო)

114

ზაფხული საუკეთესო დრო აღმოჩნდა ბექჰემებისთვის, რათა დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ ერთად შეკრებილიყვნენ. 43 წლის დევიდ ბექჰემი და 44 წლის ვიქტორია ბექჰემი შვილებთან ერთად მონტენეგროში ისვენებენ. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ოჯახის დასვენების დროს გადაღებული ფოტოები. მათ შორისაა 19 წლის ბრუკლინიც, რომელიც ამერიკიდან სპეცილურად ჩავიდა ოჯახთან.

ფოტოები წმინდა სტეფანის პრესტიჟულ კურორტზეა გადაღებული და ჩანს, რომ ოჯახი დროს ფანტასტიურად ატარებს. ცოტა ხნის წინ დევიდმა და ვიქტორიამ ქორწინების 19 წლის იუბილე აღნიშნეს. ამ ფორმით ვიქტორიამ  უარყო მოარული ჭორები დაშორებაზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები