LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერა ივანიშვილი მხარს დაკავებულ რეპერებს უჭერს

142

“ბირჟა მაფიას” დაკავებული წევრების, მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მხარდასაჭერად დღეს რუსთაველის მეტროდან დიდი მსვლელობა მოეწყო, რომელშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საზოგადოების ნაწილი ბიჭების გათავისუფლებას ითხოვს და მათ დაკავებას არა ნარკოტიკებს, არამედ იმ კლიპს უკავშირებენ, რომელიც ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ სოცქსელში ატვირთა. კლიპში პოლიციელი იყო გაშარჟებული… რეპერებს დაურეკეს და კლიპის წაშლა მოსთხოვეს, ავტორებმა პოლიციელი “გაბლარეს” და კლიპი არ წაშალეს. რამდენიმე დღეში ორივე მათგანი დააკავეს.

რეპერებს მხარს უჭერს უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორისაა ბერა ივანიშვილიც. მან რამდენიმე წუთის წინ დაწერა:
“თქვენთან ვარ ბიჭებო. freebirjamafia. თავისუფლება”.

 

https://www.facebook.com/beraofficial/posts/1373282639416503

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები