LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნოდარ მელაძის სიუჟეტზე არც კი დამიშვია, რომ “ფეიკი” შეიძლებოდა ყოფილიყო, აი რატომაც” – რას აქვეყნებს მოქალაქე სოციალურ ქსელში

10950
BeFunky-collage

მოქალაქე დათო აბზიანიძე სოციალურ ქსელში ბერას მეგობრის, მომღერალი ამიკო ჯანელიძის სავარაუდოდ, მუქარის შემცველ ტექსტს ავრცელებს.

აბზიანიძე წერს, რომ “ტვ პირველის” ჩანაწერებთან დაკავშირებით, არც კი დაუშვია, რომ მასალა შესაძლოა გაყალბებული ყოფილიყო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ნოდარ მელაძის სიუჟეტზე არც კი დამიშვია, რომ ფეიკი შეიძლებოდა ყოფილიყო, აი რატომაც:)
მეგობარმა მომწერა ამ წამს პირადში, მთავარზე გადართე, ბერას ძმაკაცი რომ გემუქრებოდა ადრე ენის ამოძრობით, მაგაზე გადის სიუჟეტიო. მე რომ ეს სქრინი საჯაროდ არ დამეპოსტა ორი წლის წინ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ვინც არ გამოდო საჯაროდ და გაჩუმდა, რა დამართეს ამ მანიკებმა კი ნახეთ.”-წერს დათო აბზიანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები