LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერას ახალმა კლიპმა დიდი ვნებათაღელვა და კრიტიკა გამოიწვია (ვიდეო)

94

ბერამ ისტორიულ მოტივებზე ახალი სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. სიმღერის სახელწოდებაა „Long Live“. ვიდეორგოლი ბერას ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“ გუშინ, 4 ივლისს განთავსად და მას უკვე 124 000-მდე ნახვა აქვს.

კლიპმა ბერას თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მისივე „ფეისბუქის“ გვერდზე ბევრ კრიტიკას შეხვდებით. რეპერს, პირველ რიგში, სთხოვენ, რომ ასეთ თემაზე ქართულად იმღეროს და კლიპსაც უწუნებენ.

ვნახოთ კომენტარები:

თორნიკე ჩქვიმიანი: „საკმაოდ გამყარებულ ისტორიულ საფუძვლებს ეყრდნობა ნამუშევარი. „ივანიშვილები მუდამ ქართველი ხალხის სადარაჯოზე!“ – ეს სატირა, და რაც შეეხება კრიტიკას: – სამწუხაროა მსგავსი დამახინჯება იმ რეალობის, ცხოვრებისა თუ ყოფის, რომელიც ქართველ ხალხს განარჩევდა სხვა ერთაგან. რეჟისურა სამარცხვინოა. ეს კონტრასტი — ფერთა (არსით საფუძველს მოკლებული) გამა. მხოლოდ უცხოურ გამოცდილებას დაყრდნობილი ეფექტები, რომლებიც რაღა დასამალია რომ საოცრად მოძველდა. ის ღირებულებები, რომლებიც ხალხშია მიმოფანტული უხვად, ის ნიჭიერება, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩვენი ყოფა გააუმჯობესოს და წინ წაწიოს — ჩრდილშია და გადარჩენას იტოვებს იმედად, მაშინ როდესაც სადავეები რესურსებითა თუ ფინანსებით უზრუნველყოფილ უნიჭობას უჭირავს. დასანანია!“

მამუკა სულცაძე: „ერთი ქართული კლიპი თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც ამას სჯობია? ზოგადად ვიღაცას შეიძლება სიმღერა არ მოეწონოს, ვიღაცას რეჟისურა და ვიღაცას კოსტიუმები, მაგრამ აღიაროს, რომ კლიპი მთლიანობაში კარგია… ვგონებ, „ივანიშვილობის“ ფაქტორი გიბიძგებთ ტენდენციურად ურყოფითი შეფასებისაკენ… როდესაც ამ კლიპს ნახავთ საერთაშორისო მუსიკალურ არხებზე, მაშინ დარწმუნდებით თქვენს ტენდენციურობაში.

იმედია, არ ფიქრობთ, რომ ფულის სანაცვლოდ გაუშვებენ კლიპს, დასავლეთიც ხომ საქართველო ან რომელიმე პოსტსაბჭოური გადმონაშთი არაა?“

ბადრი ჩიხლაძე: „ეგრეა, ნაციონალების დაკვეთით რომ გადაეღოთ ეგ კლიპი, მაშინ შედევრი იქნებოდა მაგათთვის! „მიშა მაგარიაზე’“ ახლაც ეკეტებათ ტვინი!

რუსიკო მჟავანაძე: „არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, უბრალოდ მოწონების გარდა, მაგრამ ზოგიერთის კომენტარმა მაიძულა. ეს კლიპია და არა ისტორიული ფილმი! ამდენი კრიტიკა ან ქებათაქება ზედმეტია,მშვენიერი მოსასმენია და ვიზუალიც კარგი! ისიამოვნეთ!“

გიორგი გალუაშვილი: „კლიპი კარგია, მაღალ დონეზეა გაკეთებული მაგრამ ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კოსტუმირება ვიკინგებზე უფრო იყო მორგებული, ვიდრე ქართველებზე“.

ნიკა ანი: „სხვანაირად არ გაიგოთ, არც ვაკრიტიკებ, უბრალოდ, ჩემს აზრს ვაფიქსირებ. „300 სპარტელს“ უფრო ჰგავს, ამ ვიდეოში ქართულს ვერაფერს ვხედავ, უკეთესი შეიძლებოდა!.. მაინც რესპექტ…“

გუჯა კობერიძე: „ვიკინგი ბერა… სიმღერა არ ვარგა, კლიპის ეფექტებიც მოძველდა მოკლედ…“

მარინე აფრიამაშვილი: „გენაცვალე, ბერა, საქართველოს ვაჟკაცო. გაიხარე, წარმატებები. სულ გამარჯვებულმა იარე, უკუნისამდე!!!“

ზოია კოპაძე: „კარგი შვილი ხარ“

დავით პირტახია: „ქართულადაც შექმენი!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები