LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინის ტერაქტი საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

46

ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე  მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. „ბიბისის“ ინფორმაციით, განცხადება ჯიჰადისტებმა ინტერნეტით გაავრცელეს.

ტერორისტს, რომელიც ხალხის ნაკადში სატვირთო მანქანით შევარდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი“ უწოდეს.

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა 19 დეკემბერს მოხდა, შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 48-მ სხეულის დაზიანება მიიღო.

სატვირთო მანქანის კაბინაში იპოვეს მოკლული მამაკაცი, ის მანქანის მფლობელის ნათესავი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, შემსრულებელმა სატვირთო მანქანა გაიტაცა, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ კი მიიმალა.

თავდაპირველად, გერმანიის პოლიცია აცხადებდა, რომ საჭესთან მჯდომი მამაკაცი დააკავეს, თუმცა გუშინ საღამოს ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს. სამართალდამცველები დარწმუნდნენ, რომ მას მომხდართან კავშირი არ ჰქონდა.

დამნაშავის ძებნა კვლავ გრძელდება. გერმანიის პოლიცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომის, შესაძლოა, შეიარაღებული იყოს. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ ეჭვმიტანილი სხვა თავდასხმასაც გეგმავდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები