LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგმავდნენ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებას – პროკურორის განცხადება

104
რეგრე

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულების საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე გეგმავდნენ.

“ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ”,- განუცხადა გიორგი ხაჩიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართეს.

“კონკრეტულად თუ სად გეგმავდნენ აფეთქებას, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაკონკრეტებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ. რაც შეეხება სოციალური ქსელიდან ამოღებულ მტკიცებულებას, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მტკიცებულება. ამ მტკიცებულებაში ჩაწერილია ფიცის მიღების ტექსტი ელექტრონულად და ეს საჯარო არ იყო“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება გუშინ წარედგინა.

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN

პოპულარულები