LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ ორ აქტივისტს ფულადი ჯარიმა, ორს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

110
საქალაქო სასამართლო

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები თორნიკე თოხშუა, მარიამ მეყანწიშვილი, ნატო ბოლქვაძე და შაკო ბაღდოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ნატო ბოლქვაძეს 5 -დღიანი, ხოლო შაკო ბაღდოშვილს 10 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე ასევე გაიმართა, აქტივისტების ვასო ბერიძისა და ია მელითაურია პროცესებიც. მოსამართლემ ვასო ბერიძე 5000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა. თორნიკე თიკარაძის პროცესი კი 31 ივლისის 14:00 საათისთვის გადაიდო.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები