LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეტ ჰარტი თბილისში კონცერტს გამართავს

190

„თბილისი ოფენ ეარი“ მორიგ კონცერტს დიდი ხნით ადრე აანონსებს. 18 ნოემბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ამერიკელი შემსრულებლისა და კომპოზიტორის, ბეტ ჰარტის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ „ოფენ ეარის“„ფეისბუქ“-გვერდიდან გახდა  და ბილეთების პირველი ნაწილი უკვე გასაყიდადაა გამოტანილი.

ბეტ ჰარტი ცნობილი 1999 წელს გამოცემული სიმღერით „La Song“ გახდა, რის შემდეგაც აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა. გახლდათ წარგდენილი „გრემიზე“. ბლუზ როკის, ჯაზ ფიუჟენისა და სოულის ჟანრებში მღერის, თავადაც წერს სიმღერებს და ცნობილი კომპოზიციების საინტერესო ქავერებსაც სთავაზობს მსმენელებს, უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე.

პირველ ეტაპზე ბილეთების ფასი 40 ლარია, თანდათან კი ფასი მოემატება და ნოემბრისთვის მისი ღირებულება უკვე საკმაოდ გაზრდილი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები