LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: ” ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი?”

80

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთადერთი მინისტრი, ვისთანაც შეხება აქვს, ეკონომიკის მინისტრია. ამის შესახებ ივანიშვილმა რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

„უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან ერთი მიზეზით , ვცდილობ ეკონომიკას დავეხმარო. სხვა მინისტრებთან არანაირი შეხება არა მაქვს“, – განაცხადა ივაიშვილმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლებაში.

” ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი? მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. რა მექანიზმებით შეიძლებოდა, რომ მეიძულებინა იგი?  მეც ხომ წავედი, ვინ მაიძულა წასვლა? მან შეაფასა სიტუაცია, ადრეულ პერიოდებშიც ჰქონდა შეკითხვები ჩემთან – ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდეო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრი ხშირად მის რჩევებს არ ისმენდა,  დღევანდელი პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი კი კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობითა და მენეჯმენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები