LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: ”სეზონური ალერგიის პერიოდში პაციენტებმა მედიკამენტების მიღებამდე ექიმთან კონსულტაციები უნდა გაიარონ ”

1098

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სეზონური ალერგიის პერიოდში პაციენტებს მედიკამენტების მიღებამდე ექიმთან კონსულტაციებს ურჩევს. როგორც კულუმბეგოვმა რადიო ”ფორტუნას” განუცხადა, ალერგიის სიმპტომების გავს გაციებას, თუმცა ინფექციურ სურდოს, რომელიც ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული, ყოველთვის ახლავს დაბალი ტემპერატურა, რაც სეზონური ალერგიისთვის დამახასიათებელი არ არის.
ალერგიულ რეაქციებს იწვევს ხეების ყვავილობა და ჰაერში მტვრის ნაწილაკები. სეზონური ალერგიას ახასიათებს თვალების სიწითლე, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი.

”ალერგოლოგიური კუთხით მცენარეთა სეზონურობის სამი პერიოდია გამოყოფილი, მათ შორის არის გაზაფხული. სეზონის დადგომამდე 1-2 კვირით ადრე პაციენტი სპეციალისთან უნდა მივიდეს, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციით უნდა მოხდეს. სეზონური ალერგიის პერიოდში ალერგიული ადამიანები მზიან ან ქარიან ამინდში უნდა მოერიდონ აქტივობას ქუჩაში, მანქანის მინები უნდა იყოს აწეული, ქუჩიდან სახლში შესვლის დროს უნდა მიიღონ შხაპი და ჩაიტარონ პირის ღრუს, თვალების და ცხვირის ჰიგიენური პროცედურები” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა ალერგიისგან საბოლოოდ განკურნება, კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ თუ კი პაციენტს ალერგიის საწყის ეტაპზე დიაგნოსტიკის შემდგომ დაუდგინდება ალერგიის გამომწვევი მიზეზი, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად კეთდება ალერგოლოგიური აცრები და მკურნალობის პროცესის დასრულებისთანავე პაციენტი ალერგიისგან განიკურნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები