LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები და მანქანები გაძვირდა

44

2017 წლიდან ქვეყანაში უძრავი ქონება და ავტომანქანები გაძვირდა. „რეზონანსი“ წერს, რომ უძრავი ქონების ლარში დაფიქსირებამ ბაზარზე გაურკვევლობა გამოიწვია. რეალურად უძრავი კაპიტალი ქვეყანაში ხელოვნურად ძვირდება. როგორც მაკლერები საუბრობენ, საშუალოდ ბინები თბილისში 8000 დოლარით გაძვირდა.

ბინების 5-10 ათასით გაძვირების პარალელურად ბოლო ერთ თვეში ავტომობილები 20%-ით გაძვირდა. აქციზის გაძვირებას მანქანები კანონის ძალაში შესვლამდე გააძვირა. ყველაზე დიდი თავსატეხი კი დილერებს აქვთ, რადგან ავტომანქანების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.

იანვრიდან ასევე გაძვირდა ტაქსით მგზავრობა. ესეც ახალ, საწვავსა და ზეთზე გაზრდილ აქციზს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები