LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტის თანხების ათვისება პირადი მიზნებისთვის ხდება – გიორგი ტუღუში

162
„ფული აკლდება ქართულ ეკონომიკას, ქართველ ხალხს, სამაგიეროდ მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გიორგი ტუღუში, პროკურატურაში დანამატების გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
ტუღუშის განცხადებით, ეს პრობლემა სხვა საჯარო უწყებებშიც დგას და ხაზს უსვამს, რომ ამის პარალელურად საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი პირების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი.
„მოვიყვანდი იგივე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არც ერთი საქმე, რომელშიც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არანაირი შედეგი არ დამდგარა 2012 წლის შემდეგ. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, პროკურატურა არის ძალიან წარმატებული საკუთრი კეთილდღეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, რაც აისახება ხელფასების და პრემიების დარიგებაში.
“ზოგადად კიდევ უფრო ცუდია ის, რომ ეს არ არის მხოლოდ პროკურატურის პრობლემა. ძირითადად უმეტეს საჯარო უწყებებში და მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებში ბოლო რამდენიმე წელია, აბსოლუტური ქაოსია ამ კუთხით და რეალურად ხდება ბიუჯეტის თანხების ათვისება პირადი მიზნებისთვის. ეს გასაგებია აისახება დანამატებში და ხელფასებში. ამას სჭირდება მკაცრი რეგულირება. თუმცა, იმასაც თუ დავამატებთ, რომ საჯარო მოხელეების რაოდენობამ და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი პირების რაოდენობამ მკვეთრად იმატა ბოლო წლებში, სწორედ ეს არის პრობლემა. ფული აკლდება ქართულ ეკონომიკას, ქართველ ხალხს, სამაგიეროდ მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში,“ -აცხადებს გიორგი ტუღუში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები