LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს ასოციაციის წევრებს დავით ნარმანია დახურულ შეხვედრაზე შეხვდა

38

თბილისის მერიის ხელმძღვანელობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება. შეხვედრა ”ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარეობს და ის მედიისთვის დახურულია.

როგორც ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, ბიზნესმენები არსებული პრობლემების შესახებ შეკითხვებს დასვამენ, საკუთარ ხედვებს გააცნობენ და მერიის პასუხებს მოისმენენ.

”მერიის ხელმძღვანელებთან ბევრი შეკითხვა გვექნება. შეხვედრა დახურული ფორმატისაა, რათა მაქსიმალურად გულახდილად ვისაუბროთ. შევჯერდეთ, თუ რაში მდგომარეობს პრობლემები და მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

დავით ნარმანიას თქმით, მერია ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.

”მათ გავაცნობთ, თუ რა პროექტებს ვახორციელებთ ამჟამად და რა პროექტები განხორციელდება სამომავლოდ, რამაც შესაძლოა დააინტერესოს ბიზნესი. მივაწვდით ინფორმაციას ბოლოდროინდელი ცვლილებების შესახებ მშენებლობის ნებართვაზე, განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. ასევე პარკინგების, ავტობუსების გაჩერებების მოწყობაზე, სასტუმროების და საცურაო აუზების პროექტების მშენებლობაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები