LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ TATA Power Company-ს ექსპერტებს უმასპინძლა

113
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განახლებადი ენერგეტიკის სექტორში უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველოს უმსხვილესი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის TATA Power-ის ექსპერტები სტუმრობდნენ.

ვიზიტის მიზანი ჰიდროენერგეტიკის სექტორში საკადრო საჭიროებების დეტალური შესწავლა იყო.

პროექტი საქართველოს ექვს რეგიონში მიზნად ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორების მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამის შემუშავებას და დანერგავს ისახავს.

საერთაშორისო ექსპერტები პროექტის გუნდთან ერთად რეგიონებს ეწვიენ და შეისწავლეს საჭიროებები შუახევის ჰესზე ზემო აჭარაში, საშუალა 2 და საშუალა 3 ჰესებზე გურიაში, ლახამის ჰესზე და მესტიაჭალა 2-ზე სვანეთში, დარიალის ჰესზე და დებედას ჰესზე ქვემო ქართლში. შეხვედრები ასევე გაიმართა პროექტის მონაწილე კოლეჯებში: ჰორიზონტი (ოზურეგთი), ბლექსი (შუახევი), თეთნულდი (მესტია), ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი (სტეფანწმინდა), და მოდუსი (მარნეული).

ჰესებსა და კოლეჯებში მიღებული ინფორმაციისა და გადაცემული მასალების საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტები ჰესების ოპერატორის მოსამზადებელ ტრენინგ პროგრამას შეიმუშავებენ, რომლის შემდგომი განხილვა და ვალიდაცია პროექტის მონაწილე და პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან მოხდება. საბოლოოდ,  ტრენინგ პროგრამა პროექტის მონაწილე კოლეჯებში დაინერგება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA) და პროფესიული უნარების სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები