LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიზნეს სახლის“ პროექტთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება

100

სასტუმროში Courtyard Marriott ,,ბიზნეს სახლის“ პროექტთან დაკავშირებით ხვალ ღია კარის დღე გაიმართება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ბიზნეს სახლის“ პროექტთან დაკავშირებით ღია კარის დღეს სამინისტრო „მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ ერთად მოაწყობს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანია, ,,ბიზნეს სახლის“ მშენებლობის სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები