LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bohemian Rhapsody: ბალეტის ვარსკვლავებმა სიმღერის 40 წლის იუბილე სპეციალური ნომრით აღნიშნეს (ვიდეო)

76

ინგლისის ნაციონალური საბალეტო დასის მოცეკვავეებმა, ერინა ტაკაჰაშიმ და ჯეიმს ფრომატმა Queen-ის  ლეგენდარული ჰიტის Bohemian Rhapsody-ის 40 წლის იუბილეს სპეციალური ნომერი მიუძღვნეს. ვიდეო youtube-ზე უკვე უამრავმა ადამიანმა იხილა.

მოცეკვავეებმა სპეციალური ნომრით სცადეს გადმოეცათ სიმღერის ემოცია.  სწორედ ასე დინამიკაში ვითარდება თავად ცეკვაც, რომლის სპეციალური ვიდეოც ლონდონის  Sadler’s Wells-ის თეატრში გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის  სიმღერა Bohemian Rhapsody 1975 წელსაა გამოცემული. ის  Rolling Stone-ის  ვერსიით, ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერათა რიცხვში შედის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები