LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა

88

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე სიგრძის დაჭრილი  ხე-ტყე იყო განთავსებული.

“მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით,”- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.