LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში 35 წლის კაცი სამშენებლო სამუშაოებისას მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

148
lenti5-1510236534-e1529148959568

ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ, 3 სექტემბერს მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები