LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

393
ბორჯომი

ბორჯომში 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, უახლოეს პერიოდში, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაიწყება.

ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბორჯომში მცხოვრებ დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი სრულად გადაიჭრება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები