LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ნახანძრალს, ქართველებთან ერთად, ამერიკელი სპეციალისტებიც შეისწავლიან

33

ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიებს, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ამერიკელი სპეციალისტებიც შეისწავლიან. შესაბამისი მიზნით საქართველოში აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები – ენდრიუ ბოუერი და დენა ბატლერი ჩამოვიდნენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის, განცხადებით, ეს არის ამერიკის მთავრობის ერთიანი დახმარების განუყოფელი ნაწილი საქართველოსთვის.

ეს ვიზიტი შესაძლოა, ერთგვარად ჩაითვალოს აშშ-ის სატყეო დეპარტამენტის 2015 წელს დაწყებული სამუშაოების გაგრძელებად, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ტყეებში ხანძრების მართვის გეგმის შემუშავებაში. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევძელით 120 000 დოლარის ექვივალენტის ტექნიკის გადაცემა საქართველოს მთავრობისთვის. სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ველზე გავლენ და სხვადასხვა ასპექტს შეისწავლიან. ასევე, დადებენ რეკომენდაციებს, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ შემდგომში ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორიც არის მეწყერები, აცილებული იქნეს თავიდან. ეს არის ამერიკის მთავრობის ერთიანი დახმარების განუყოფელი ნაწილი საქართველოსთვის,” – განაცხადა კელიმ.

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის, თქმით, ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციები შეეხება პირველადი გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილზე ნიადაგდაცვით, წყალდაცვით ღონისძიებებს და შემდგომ უკვე ტყის აღდგენის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები