LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკანში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

158
likanis xanZari

ლიკანის ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ  „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, რეაგირება ხდება სახანძრო სამაშველო ჯგუფის მიერ და ხანძრის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

„ფორტუნაში“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ  დარჩენილია პატარა მხრჩოლავი კერები, ადგილზე მეხანძრე-მაშველები კვლავ აგრძელებენ მონიტორინგსა და მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში 19 აგვისტოს გაჩნდა. ტყის მასივში ხანძრის რამდენიმე კერა გავრცელდა, თუმცა კონკრეტულად რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები