ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო შენობის მე-17 სართულზეც, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისია განთავსებული. „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები მეხანძრე-მაშველებმა ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.
