მთავარ სლაიდზე ფოტო: მარიამ ჯაფარიძე
თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, მანამდე, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
