ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო – არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწევევი მიზეზი, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.
ფოტო სლაიდზე: „აჭარის ტელევიზია“; „ბათუმელები“
