LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდება და დაზარალებულები ერთ მხარეზე ვართ – ირაკლი შოთაძე

72

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა აკეთებს ყველაფერს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე წარსდგეს კანონის წინაშე და აღსრულდეს მართლმსაჯულება.

„როგორც ცნობილია, გუშინ, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორებმა თავისი საბრალდებო სიტყვა თქვეს. დღეს ადვოკატები თავის პოზიციას აფიქსირებენ და ფაქტობრივად, უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით სასამართლოს განჩინებას, რომელიც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ყველასთვის.

შესაბამისად, ამ განაჩენის მერე ჩვენ საზოგადოებასთანკიდევ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ და კიდევ უფრო დეტალურ გეგმებს და მოსაზრებებს მივაწოდებთ ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენმა წარმომადგენლებმა მაქსიმალურად მიაწოდეს საზოგადოებას ის ინფორმაცია, რისი მიწოდების საშუალებაც ჩვენ გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმით დაზარალებულებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. მთელი პროცესის მანძილზე, პროკურორებს და საქმის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალური კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო გაგრძელდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის კითხვები, რომელიც დაზარალებულს აქვს ჩვენს მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაზარალებულს შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრა, რომელშიც მე პირადად ჩავერთვები და მზად ვარ მის კითხვებს გავცე პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რათა ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება. ბრალდების მხარე და დაზარალებულები ვართ ერთ მხარეზე და ჩვენი მიზანია სწორედ, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ყველა პირი კანონით უმკაცრესად დაისაჯოს,“ – განაცხადა შოთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები