LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია – პელემ პროგნოზი გააკეთა

69

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა და უბრალოდ ფეხბურთის მეფემ, პელემ ბრაზილიის ნაკრების შანსები შეაფასა მსოფლიოს დამდეგ ჩემპიონატზე.

– ბრაზილია მუდამ დარჩება იმ გუნდად, რომელსაც შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა. თუმცა ბოლო მუნდიალებისთვის შესაბამისი მომზადებისთვის დრო არ გვყოფნიდა. ბრაზილიელი მოთამაშეების უმრავლესობა უცხოეთში თამაშობს.

ასეთ დროს მწვრთნელის საქმე შეთამაშების თვალსაზრისით რთულდება. თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ინდივიდუალური კუთხით ბრაზილიელი ფეხბურთელები ისევ საუკეთესოები არიან.

– ბრაზილია ფავორიტია?

– ყოველთვის. თუ გუნდს მოსამზადებლად საკმარისს დროს მივცემთ, ის აუცილებლად მიაღწევს იმ დონეს, რომ ჩემპიონი გახდეს.

– კიდევ რომელი ნაკრებები იწვევენ ყურადღებას?

– პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ გერმანიას. მე დავამატებდი რუსეთსაც, რომელიც შინ თამაშობს. თუ სამხრეთ ამერიკაზე ვისაუბრებთ, არგენტინის ართქმა არ შეიძლება.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პელე არაერთხელ აღმოჩენილა კომიკურ სიტუაციაში თავისი პროგნოზის გამო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ფეხბურთის მეფის მიერ ნახსენები გუნდები მიუღებელ შედეგებს აჩვენებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები