LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პელე იყო შთაგონება მილიონობით ადამიანისთვის…ის მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში…მშვიდად განისვენე” – კრიშტიანუ რონალდუ

145
BeFunky-collage - 2022-12-30T002219.331

პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კრიშტიანუმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სრულიად ბრაზილიას და პელეს ოჯახს მიუსამძიმრა.

“ვუსამძიმრებ მთელ ბრაზილიას და განსაკუთრებით ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს ოჯახს. უბრალო “დამშვიდობება” მარადიულ მეფე პელესთან არასდროს იქნება საკმარისი იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც ამჟამად მთელი საფეხბურთო სამყარო განიცდის. ის იყო შთაგონება ამდენი მილიონი ადამიანისთვის. პელე არასდროს მიეცემა დავიწყებას და მისი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს თითოეული ჩვენგანის გულში. მშვიდად განისვენე მეფე პელე”, – წერს კრიშტიანუ რონალდუ.

ცნობისთვის, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, ცნობილი, როგორც პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები