LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელე გარდაიცვალა

340
BeFunky-collage - 2022-12-29T231943.249

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, ცნობილი, როგორც პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელი სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

აღსანიშნავია, რომ პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970).

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა.

აქტიურად მონაწილეობდა სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა). მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol).

პელემ საფეხბურთო კლუბ სანტოსში თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა, ხოლო როდესაც თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო, 17 წლის იყო. ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს ბრაზილია არ დაუტოვებია.

1961 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ კუადროსმა ფეხბურთელი „ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა, რამაც სანტოსს საშუალება მისცა პელე 1974 წლამდე შეენარჩუნებინა. სანტოსთან ერთად, ფეხბურთელმა 1962 და 1963 წლებში ლიბერტადორესის თასი მოიგო, სამხრეთი ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.

სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, რის გამოც „სანტოსი“ მრავლად აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს. სათამაშო კარიერის დროს, ის უკან დაწეულ თავდამსხმელად თამაშობდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა საფეხბურთო და კომერციულ ღონისძიებებში. 2010 წელს დასახელდა „ნიუ-იორკ კოსმოსის“ საპატიო პრეზიდენტად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები