LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა და ცემა-ტყეპა „ვოისში“ – ნუცა შანშიაშვილის პირველი კომენტარი

138

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად ჩამოვიდა „ვოისი საქართველოსთვის“, სადაც მწვრთნელის წითელი სავარძელი დაიკავა.

ნუცა შანშიაშვილი:

საერთოდ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი შედგა საქართველოში, მე ვარ ერთ-ერთი მწვრთნელი და ჩემს ქვეყანაში, ჩემს თბილისში ჩამოვედი (იღიმის). რასაკვირველია, მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი რეიტინგული და არაჩვეულებრივი პროექტი. საქართველოში მის არსებობას მივესალმები, რადგან აქ უამრავი ნიჭიერი მომღერალია.

რა არის თქვენი კრიტერიუმი, როდესაც მომღერალს უტრიალდებით?

უნდა შემეხოს… ბარბრა სტრეიზანდს ჰკითხეს, როგორ მღერითო და უპასუხა, გულიდან გულშიო. ამას ვგულისხმობ და ეს არის მომღერლის შეფასების კრიტერიუმი ჩემთვის. თუ შემეხო, გენიალურია. ეს არის ვარსკვლავების ხვედრი.

ალბათ, ასე სიმღერას გამოცდილებაც სჭირდება.

არა მგონია. ეს თვისება ან გაქვს, ან – არა.

მწვრთნელებს შორის კონკურენციისა და ბრძოლისთვის მზად ხართ?

რა თქმა უნდა. სულ ვიბრძვით. როგორი პრომოც გვექნება ბრძოლისა და ცემა-ტყეპის, ისეთივე იქნება კონკურენცია ბავშვებისთვის (იცინის).

რეიტინგული გამოვა პროექტი?

ამ პროექტს ყველამ უნდა უყუროს, რადგან ახალგაზრდა ნიჭიერი კონკურსანტები მონაწილეობენ.

პ.ს. ფოტო ეკუთვნის გიორგი ცაავას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები