LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ფილმის ფინალური სცენის გადაღებებზე (ფოტო)

42

ქუეინტინ ტარანტინოს ახალი ფილმის გადაღებები სრულდება. ინტერნეტში ვრცელდება ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტის ფოტოები გადასაღები მოედნიდან, როდესაც მსახიობები ფილმის ფინალურ სცენაზე მუშაობენ.

ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის ისტორიას გვიყვება, სადაც ლეონარდო დიკაპრიო ვესტერნის ჟანრის ვარსკვლავის, რიკ დალტონის, ბრედ პიტი კი მისი დუბლიორის, კლიფ ბუტის როლს ასრულებს. სცენარის მიხედვით, პიტისა და დიკაპრიოს გმირები იმ საზარელი მკვლელობის მოწმეები ხდებიან, რომელსაც მენსონის სექტა ჩაიდენს.

კადრები გადასაღები მოედნიდან არაერთხელ გავრცელდა. ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტის გარდა, გადასაღებ მოედანზე მარგო რობი, ალ პაჩინო და თავად ქუიენტინ ტარანტინოც ვიხილეთ.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები