ბრედ პიტის ახალ შეყვარებულს ანჯელინა ჯოლის ფოტოასლი უწოდეს (ფოტო)

145

ამ დრომდე ბრედ პიტი და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი ნერი ოქსმანი მკაცრად ასაიდუმლოებენ საკუთარ ურთიერთობას, თუმცა, პაპარაცები ნერი ოქსმანის ყველა გამოჩენას ინტერესით ელიან. ამჯერად პროფესორი ოქსმანი ბოსტონში სამსახურთან ახლოს გადაიღეს, როდესაც  ის სტუდენტებთან ლექციაზე მიიჩქაროდა. ყურადღება ისევ ოქსმანის ჩაცმულობამ მიიქცია. ის შავი ფერის პალტოში, შარვალსა და ხავერდის ფეხსაცმელში იყო წარმოდგენილი. დამატებითი აქსესუარის სახით კი ოქსმანმა არჩევანი სათვალეეზე გააკეთა. მედიაში კვლავ დაიწყეს საუბარი პროფესორის ანჯელინა ჯოლისთან საოცარ მსგავსებაზე. ოქსმანს უკვე უწოდეს ენჯის ფოტოასლი.

ანჯელინა ჯოლი ცნობილია თავისი სიყვარულით შავი ფერის მიმართ. სწორედ შავი ფერი დომინირებს ბრედ პიტის ახალი შეყვარებულის გარდერობშიც. ასევე ენჯი მკაცრად კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, რასაც ერთი ერთში იმეორებს ნერი ოქსმანის ყველა ლუქი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები