LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინეს დე რამონი, საკუთარ იუბილეზე, ბრედ პიტის ნაჩუქარი ულამაზესი თაიგულით გამოჩნდა

394
ინეს დე რამონი

ბრედ პიტის რჩეული ინეს დე რამონი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრედს მეგზურობას უწევდა დაბადების დღის წვეულებაზე, ამჯერად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს. 34 წლის რამონი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის ბევერლი ჰილზში, იტალიურ რესტორანში მიიჩქაროდა. იქვე გამოჩნდნენ მისი უახლოესი მეგობრები და კოლეგები. რამონი პროფესიით სამკაულების დიზაინერია.

ამ დღეს პაპარაცებმა ვერ დაინახეს ბრედ პიტი, თუმცა, რამონს ხელში უზარმაზარი თაიგული ეკავა, რამაც ყველას აფიქრებინა, რომ ეს სწორედ საყვარელი მამაკაცის მიერ იყო გამოგზავნილი.

რამონი ელეგანტურ ბორდოსფერ პალტოში იყო გამოწყობილი და ბედნიერი ჩანდა.

და აი ისინიც! – 60 წლის ბრედ პიტმა, დაბადების დღეზე, შეყვარებული ოფიციალურად გამოაჩინა

როგორ აღნიშნა „პლანეტის ყველაზე სასურველმა მამაკაცმა“ 60 წლის იუბილე და რა მოლოდინები აქვს მას 2024 წელს – სიახლეები ბრედ პიტის შესახებ

ბრედ პიტი და ინეს დე რამონი დაქორწინებას არ აპირებენ – გაინტერესებთ მიზეზი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები