LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის ახალი შეყვარებული ანჯელინა ჯოლის ბაძავს? (ფოტო)

287

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბრედ პიტისა და ნერი ოქსმანის რომანის შესახებ, პაპარაცები 42 წლის პროფესორის ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ. ამჯერად მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი და გენიოსად მონათლული ოქსმანი საკუთარ სახლთან დააფიქსირეს, სადაც ის უცხო პირის თანხლებით მანქანიდან გადმოდიოდა.

მედიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი ოქსმანის ჩაცმის სტილზე, რომელიც ერთი–ერთში იმეორებს ანჯელინა ჯოლის ყოველდღიურ ლუქს. 42 წლის პროფესორი შავი ფერის ტანზე მომდგარ შარვალში, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და შავი ფერიას ზედატანში იყო გამოწყობილი. აქსესუარის სახით კი ანსამბლს ორიგინალური თავსაბურავი ამშვენებდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები