LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი პაპარაცებმა ორსულობის დაგეგმვის სამედიცინო ცენტრში გადაიღეს

73

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი პაპარაცებმა ორსულობის დაგეგმვის სამედიცინო ცენტრში გადაიღეს.

წყვილი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა, მათ პაპარაცებისგან დამალვა არც უცდიათ.

ირინას თავისუფალი მაქსი-კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეცვა, მან უარი თქვა მაკიაჟზეც.

პირველი ქალიშვილი წყვილს გასული წლის მარტში შეეძინა.

შეგახსენებთ, რომ შეიკი და კუპერი ერთად 2015 წლიდან არიან. ირინას პირველი ორსულობის ამბავი Victoria’s Secret-ის შოუზე გახდა ცნობილი, სადაც მოდელიც მონაწილეობდა. ბრენდის ღია ჩაცმულობამ კი მისი მომრგვალებული მუცლის დაფარვა ვერ შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები