LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

60

26 აგვისტოს Black Sea Arena-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#880/879) ჩარტერული მატარებელი ინიშნება. GRT სერიის 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი 300 მგზავრს გადაიყვანს.

რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან გავა 15:00, „ბლექ სი არენას ბაქანზე“ ჩავა 19:15, აღნიშნულ მატარებელს (#880) გაჩერებები ურეკსა და ქობულეთშიც ექნება. შემდგომ მსვლელობას გააგრძელებს ქ. ბათუმადე (შესვლა 20:10) ქ. ბათუმიდან გამოვა 27 აგვისტოს 00:35 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:00.

ასევე, საკონცერტო ღონისძიებაზე დამსწრეთა მატარებლებში ჩასხდომა-გადმოსხდომის უზრუნველყოფის მიზნით, ა.წ. 26 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ ჩქარ ელექტრომატარებლებს #802/801, #804/803, #806/805, #808/807 ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება „ბლექ სი არენას” ბაქანზე.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ბილეთების რეალიზაცია წარმოებს როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სხვა ალტერნატიული გაყიდვის არხების მეშვეობით. (ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებში და სწრაფი გადახდის აპარატებით)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები