ბუბა კუდავას ემოციური სტატუსი რუსეთზე: „მტერს რომ ვერ ცნობ, მონა ხარ, აბა, რა ხარ?“

235

ისტორიკოსი ბუბა კუდავა რუსეთის შესახებ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საკუთარი პროფესიული კუთხით აღწერს იმ ზიანს, რომელიც საქართველოს მისმა ჩღდილოელმა მეზობელმა მიაყენა.

ბუბა კუდავა წერს:

„წაგართვა ტერიტორიები. ნაწილი თავად შეიერთა, ნაწილი დანარჩენ მეზობლებს გადასცა.

ქვეყნის შიგნით ავტონომიები შეგიქმნა და ბევრი ნაღმიც ჩაგიდო. ავტონომიებშიც და მათ გარეთაც.

მერე, როცა თავისუფლება მოინდომე, ნაღმების ნაწილი აგიფეთქა.

კიდევ წაგართვა ტერიტორიები და იქ „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოები შეგიქმნა.

გაძახებინა – საკუთარ ტერიტორიაზე ომი მე დავიწყე და მძინარე ქალაქი ვბომბეო.

მშობლიური მიწის იარაღით დამცველებზე დევნა გამოგიცხადა.

ტატუნაშვილი წამებით მოგიკლა.

ცხედარი რუსეთში წაასვენა. გევაჭრა, ფეხქვეშ გაგთელა, შენი სახელმწიფოც და შენი ღირსებაც სულ ცალ ფეხზე მკიდიაო – გითხრა უთქმელად.

გულის შეტევით გარდაიცვალაო – დაასკვნა 26-დღიანი ექსპერტიზის შედეგად და ნაწამები გმირის დაპატიმრებული ცხედარი როგორც იქნა, შენი მთავრობის „დიდი ძალისხმევის“ შედეგად გადმოგცა.

რამე გაუგებარია?

მტერს რომ ვერ ცნობ – ვერც გარეთ და ვერც ცხვირწინ, მონა ხარ, აბა, რა ხარ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები