LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკინგემის სასახლე ახალ შინამოსამსახურეს ეძებს

666

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ საიტზე ახალი – შინამოსამსახურის ვაკანსია გამოჩნდა. ვაკანსიის დაკავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც მოუვლის და სუფთად შეინახავს ინტერიერის ყველა აქსესუარს – ხალიჩებით დაწყებული ანტიკვარული ნივთებით დასრულებული, ყოველდღე უიკ-ენდების გარდა. აღსანიშნავია, რომ კანდიდატს არ მოეთხოვება ამ სფეროში გამოცდილება, მთავარია ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი, შეეძლოს ჯგუფში მუშაობა და სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა.  

ის იღბლიანი, ვინც ბუკინგემის სასახლეში დაიწყებს მუშაობას, წელიწადში 16 755 ფუნტ სტერლინგს მიიღებს და 33 დასვენების დღე ექნება (სახელმწიფო დღესასწაულების ჩათვლით), სასახლეში ცხოვრების პერიოდში კი, ყველა პრივილეგიით, მათ შორის სამედიცინო მომსახურებით და მგზავრობის ანაზრაურებით ისარგებლებს.

5efa812fb23fb6cad2dfb43dd4e8c71973ae532b

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები