LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივია, შევასრულებ იმ გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკურად იქნება მიღებული – შალვა თადუმაძე

67

გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, სრულად შევასრულებ იმ გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკურად იქნება მიღებული, მაგრამ კანონთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციას დავაფიქსირებ, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურატურის რეფორმების საკითხზე მიმდინარე საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა და მზადყოფნა გამოთქვა, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

მისი თქმით, მთავარი პროკურატურა სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში არასამთავრობო სექტორთან მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საკანონდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც პროკურატურის მოწყობის, ასევე საპროკურორო საქმიანობის საკითხებს.

“კანონთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციას დავაფიქსირებ და ვიტყვი, თუ რომელი რეგულაცია იქნება ეფექტური ან არ იქნება ეფექტური და მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომ ნოემბრიდან გენერალურ პროკურატურას ახალი გამოწვევა აქვს ჩამოყალიბდეს როგორც ინსტიტუციურად, ისე სამართლებრივად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, კონკრეტული ხედვები ამ მიმართულებით მეც გამაჩნია. ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდება, საჭიროა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდეს, იმიტომ, რომ ეს არ არის სფერო და ეს არ არის ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ახალი ველოსიპედის გამოგონება მოგვიწევს,”- განაცხადა თადუმაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები