LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცდუნების ზღვა“ – ენ ჰეთეუეი და მეთიუ მაკკონაჰი ახალი ფილმის თრეილერში (ფოტო/ვიდეო)

423

ინტერნეტში ახალი ფილმის, „ცდუნების ზღვის“ პირველი თრეილერი გამოჩნდა. სტივენ ნაიტის კინოსურათში მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი და მეთიუ მაკკონაჰი ასრულებენ. სიუჟეტის ცენტრში კარიბის ზღვის მახლობლად მცხოვრები კაპიტნის ცხოვრებაა, რომელიც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სანაპიროზე მეთიუ მაკკონაჰის გმირის ყოფილი შეყვარებული ჩამოდის. ჰეთეუეი  განასახიერებს ქალს, რომელმაც შეყვარებული მილიონერზე გაცვალა. წლების შემდეგ ის ხვდება, რომ ცოლად ტირანს გაჰყვა და ძველ სიყვარულს უბრუნდება. მძაფრსიუჟეტიან სათავგადასავლო დრამაში ასევე ჯესიონ კლარკი და დაიან ლეინი მონაწილეობენ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

(ფოტოები/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები