LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ ჯორჯ მაიკლის ცნობილი ჰიტი გააცოცხლა – ნახეთ ანონსი

74

„ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მუსიკალური და ორიგინალური ანონსი გადაიღო. ჯორჯ მაიკლის „Spinning The Wheel“ მუსიკოსის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარია, ისევე, როგორც მასზე გადაღებული შავ-თეთრი კლიპი…

სწორედ ამ ნამუშევრის გაცოცხლებას შეეცადა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჯგუფი, შესაბამისი ვიდეო გადაიღო და სიმღერა სოფო გელოვანს, მარკუს მეტრეველსა და ნუცა ბუზალაძეს შეასრულებინა.

ვიდეო სოცქსელში ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ ამ პროექტის დიდი მოყვარული არ არის, მაგრამ ვიდეო ძალიან მოეწონა… – „არ მეგონა, თუ ოდესმე ამ პროექტის რაიმეს გავაზიარებდი, მაგრამ აჰა, დადგა ეს დროც!!! ბრავო ამ ნამუშევარისთვის ყველას და ბრავო Sophie Gelovani ❤️❤️❤️.

PS: ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაა“.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ანონსი „ოქროს ჰიტების“ ტურისა, რომელიც 5 მაისს, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაიმართება.

https://www.facebook.com/dancingge/videos/1172323396227026/?autoplay_reason=all_page_organic_allowed&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები