ვიდეო: „დედაჩემს აქ თავისი ადგილი ჰქონდა, ყოველთვის ჩემ წინ იჯდა და მისი ემოციებით ვხვდებოდი, როგორი იყო ცეკვა, ახლა ვიყურები ზემოთ და მარტო ჩემს დას ვხედავ, რომელიც ტირის“ – ოთო ფოლადაშვილის ემოციური მიძღვნა გარდაცვლილ დედას „იმედის“ ეთერში
ტელეკომპანია „იმედის“ შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში, მოცეკვავე წყვილის ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის ცეკვას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ცეკვა, ემოციურად დატვირთული იყო როგორც ხასიათით, ასევე შინაარსით - ის ოთო ფოლადაშვილმა გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.
