LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭარბწონიან გოგონას “ვოლმარტში” სვიტერის მორგების ნება არ მისცეს

70

ჭარბწონიან შაიან ფრიზენს „ვოლმარტში“ კონსულტანტმა არ მისცა ნება მოეზომა სვიტერი იმ მიზეზით, რომ „ძალიან გაწელავდა“.

19 წლის ვიდეობლოგერმა ფრიზენმა გადაიღო ინციდენტის ამსახველი ვიდეო და „იუთუბის“ საკუთარ გვერდზე განათავსა. კანადელი გოგონა ცდილობს, სვიტერი ჩაიცვას, თუმცა „ვოლმარტის“ კონსულტანტი ქალი მას ამის ნებას არ აძლევს.

https://www.youtube.com/watch?v=zOtgqh8bT9o

„ნუ ცდით ჩაიცვათ ის, რაც არ ჩაგეტევათ, ტანსაცმელი გაიწელება,“ – ამბობს ვიდეოჩანაწერში კონსულტანტი.
შაიანი ამბობს, რომ შემთხვევამ იგი შეურაცხყოფილი დატოვა, რადგან გოგონა მომხდარს დისკრიმინაციად აფასებს.

„ვოლმარტის“ ყველა თანამშრომელი, ვისაც ვესაუბრე, ძალიან წუხს მომხდარის გამო და მაღაზიაში მომხდარის გამო შოკირებულები არიან,“ – ამბობს ფრიზენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები