LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძოდი ჭარბ წონას… -47 კგ ბარიატრიული ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ, მიყვარს 5 მაისი, ჩემი მეორე დაბადების დღე” – ლიკა აფციაური

2652
351103314_287166677092075_5870533734656341879_n

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს, ვიდეოს, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შედეგს ასახავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტმა ლიკა აფციაურმა 47 კილოგრამის დაკლება შეძლო და შედეგს და ემოციებს გვიზიარებს.

„? -47 კგ ბარიატრიული ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ, 05.05.2022, 1 წელი, მიყვარს 5 მაისი, ჩემი მეორე დაბადების დღე!

მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძოდი ჭარბ წონას. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არიან ჭარბწონიანი ადამიანები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს თავიანთ სხეულში და ეს მართლა ძალიან კარგია, მაგრამ, ჩემი ამბავი ასეთი არ არის..

მე არ ვგრძნობდი ჩემ ძველ სხეულში თავს კომფორტულად. არ მიყვარდა ჩემი სხეული, რომელსაც ვტანჯავდი მთელი ცხოვრება. ვყოფილვარ უამრავ დიეტაზე, სწორ კვებაზე, ვშიმშილობდი, ვვარჯიშობდი, ვცურავდი, ფეხით დავდიოდი. ვიკლებდი და მერე სამმაგად ვიმატებდი ოდნავ რომ მოვუმატებდი ჭამას. ასე ხდებოდა დაუსრულებლად, სანამ ერთმა ძალიან კარგმა გოგომ არ მირჩია ბარიატრიული ოპერაცია. მუშაობა რომ დავიწყე, 60 კგ ვიყავი, პერიოდულად სულ ვდიეტობდი, ვიწყებდი და ვეშვებოდი. საბოლოო ჯამში, 2 წელში მოვიმატე 37 კგ. არადა, იმდენს მართლა არ ვჭამდი, როგორც ვსუქდებოდი. სტრესის ფონზე, მივეძალე ტკბილეულს. მეგონა, ვეღარასდროს დავიკლებდი და ვფიქრობდი, რაღა აზრი აქვს თავის შეკავებას იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარსთქო.
ჭამის დროს, წინასწარ იმაზე ვფიქრობდი, შემდეგ ჭამაზე რა უნდა მეჭამა.

ბოლოს მეზიზღებოდა სარკეში ჩახედვა, მიჭირდა სიარული, აღარ მინდოდა არავის ნახვა, თავს ვარიდებდი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მხოლოდ სამსახურში დავდიოდი და ისიც იმიტომ, რომ ვალდებული ვიყავი.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რამხელა ბედნიერებას მანიჭებს ფოტოების გადაღება. ყველაფერზე უარს ვამბობდი. ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნოდა.

დილას ვიწყებდი შოკოლადით და კოკა-კოლით, რომელიც რეალურად საერთოდ არ მიყვარდა.

დღეს გახდა 1 წელი, რაც გავიკეთე ბარიატრია. 1 წლის განმავლობაში, უთვალავმა ადამიანმა მკითხა, როგორ გავხდი და არ დამიმალავს არასდროს.

თავიდან არაფერი ვიცოდი ამ ოპერაციაზე, არ გამიკითხავს, არ დამიგუგლავს. არ მეშინოდა. ზონდის გადასაყლაპადაც რომ მივედი, 1 წამით არ მქონია შიშის განცდა.

მოკლედ; ჩემი ცხოვრება შეიცვალა 180 გრადუსით.. ახლა, ამ ახალ ლიკას რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ 1 წლისწინანდელი ადამიანი, მე არ ვიყავი. არ მიყვარდა ის გოგო, რომელსაც სულ სახლში უნდოდა ყოფნა.

ძალიან მიყვარს სიცოცხლე.მიყვარს თავისუფლება და ის სიმსუბუქე, რომელსაც ახლა ვგრძნობ. მიყვარს ფეხით სიარული, ლაშქრობები, ბუნება და ამ ყველაფერზე უარის თქმა მიწევდა დასიებული ფეხების და სუნთქვის უკმარისობის გამო.
უკლებრივ ყველა მახსოვხართ, ვინც ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან დროს, გვერდში მედექით.

უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ოცნების ასრულებისთვის. ეკა ხურციძე… დე, მადლობა კიდევ ვერ გამოხატავს ამ ყველაფერს.. მადლობა ჩემ უსაყვარლეს ბებიებს, ირას, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში, დამყვებოდა ყველგან; ლიას, რომელიც მწერდა და მირეკავდა ძალიან ხშირად, რომ წნევა გამეზომა და სატურაცია. მამას, ძმას, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს, რომლებიც ყოველ დღე იყვნენ ჩემთან რეაბილიტაციის დროს. მადლობა ჩემ ყველაზე საყვარელ მეგობარ – ბუსის, რომელიც ზუსტად იქ მაწვებოდა, სადაც მტკიოდა..  მადლობა ჩემს ოთხფეხა მეგობრებს, რომ ძალიან მარტივად გადამატანინეს რეაბილიტაციის პერიოდი და დასვენების საშუალებაც არ მომცეს.

ყველაზე მაგარი ამ ამბავში მაინც ის არის, უცხო ადამიანები რომ გამჩნევენ, როგორ შეიცვალე. ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ მათი სტიმული ვარ და რომ ჩემ გამო გადაწყვიტეს იგივე გზის გავლა, რაც ძალიან მახარებს.

საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ გავიმარჯვე. დავამარცხე ჭარბი წონა. ის, რაც არ მაძლევდა სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას.

ახლა ვარ ბევრად უფრო ჯანმრთელი, ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი. ყველა მეუბნება, წონის კლებასთან ერთად, ხასიათიც შეგეცვალაო. კი; შემიყვარდა ყველა და ყველაფერი, სიცოცხლე მიხარია, სარკეში ყურება მიყვარს, სამსახურში სიარული მიხარია, გამოპრანჭვა, მაკიაჟის გაკეთება; ისევ უამრავ ფოტოს ვიღებ, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით, ვვარჯიშობ და ა.შ.☺️

ბატონო David Abuladze, განსაკუთრებული მადლობა თქვენ, რომ საკუთარი თავი დამიბრუნეთ.. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი ბოლო იმედი იყავით თქვენ. პირველად რომ მოვედი კონსულტაციაზე, ზუსტად ვიცოდი, რომ ბედნიერი დასასრული ექნებოდა ჩემ ამბავს. გემადლიერებით მთელი ცხოვრება თქვენც და თქვენ საოცარ ოჯახსაც. 2 ოცნება ამისრულეთ უკვე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გააბედნიეროთ ჩემსავით.

ბევრმა ადამიანმა მითხრა, ოპერაციის გარეშე ვერ დაიკლებდიო?! დამიკლია, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვდიეტობდი და ვსტრესავდი ორგანიზმს. ნუ გგონიათ, რომ გაიკეთებთ და მორჩა, გამხდარი ხართ. ეგრე არაა. მარტივი გზა ნამდვილად არ იყო, მაგრამ თუ ვინმეს კითხვა გაგიჩნდებათ, მივიღებდი თუ არა იგივე გადაწყვეტილებას, გეტყვით, რომ კი, აუცილებლად! დაუფიქრებლად!
ბარიატრია გაძლევს შანსს, შეცვალო ცხოვრების წესი და მე ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოვიყენე ეს შანსი.

მეგობრებო, ყველას გბალეშიკობთ, ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ და ჩემსავით გაწუხებთ.. იცოდე თუ მე შევძელი, შენც შეძლებ!“, – აცხადებს ლიკა აფციაური.

„მე სამყარო გავიცანი 30 წლის მერე სხვანაირად.. ვცხოვრობდი სხეულში, რომელიც მე არ მეკუთვნოდა, არც ფსიქოლოგიურად და არც ქვეცნობიერად, არანაირად“ – ბაია გადაბაძე

თეა ადეიშვილმა წონის კლებისთვის ქირურგიულ გზას მიმართა: „ვხედავდი სიმართლის მარცვალს იმ ლანძღვა-გინებაში, რასაც ვკითხულობდი…“

 

 

?-47 კგ ბარიატრიული ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ❤️ “05.05.2022☀️❤️1 წელი??‍♀️მიყვარს 5 მაისი❤️ჩემი მეორე დაბადების დღე!?❤️
მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძოდი ჭარბ წონას. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არიან ჭარბწონიანი ადამიანები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს თავიანთ სხეულში და ეს მართლა ძალიან კარგია, მაგრამ, ჩემი ამბავი ასეთი არ არის..
მე არ ვგრძნობდი ჩემ ძველ სხეულში თავს კომფორტულად. არ მიყვარდა ჩემი სხეული, რომელსაც ვტანჯავდი მთელი ცხოვრება. ვყოფილვარ უამრავ დიეტაზე, სწორ კვებაზე, ვშიმშილობდი, ვვარჯიშობდი, ვცურაობდი, ფეხით დავდიოდი. ვიკლებდი და მერე სამმაგად ვიმატებდი ოდნავ რომ მოვუმატებდი ჭამას. ასე ხდებოდა დაუსრულებლად, სანამ ერთმა ძალიან კარგმა გოგომ არ მირჩია ბარიატრიული ოპერაცია ❤️მუშაობა რომ დავიწყე, 60 კგ ვიყავი, პერიოდულად სულ ვდიეტობდი, ვიწყებდი და ვეშვებოდი. საბოლოო ჯამში, 2 წელში მოვიმატე 37 კგ. არადა, იმდენს მართლა არ ვჭამდი, როგორც ვსუქდებოდი. სტრესის ფონზე, მივეძალე ტკბილეულს. მეგონა, ვეღარასდროს დავიკლებდი და ვფიქრობდი, რაღა აზრი აქვს თავის შეკავებას იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარსთქო.
ჭამის დროს, წინასწარ იმაზე ვფიქრობდი, შემდეგ ჭამაზე რა უნდა მეჭამა.?
ბოლოს მეზიზღებოდა სარკეში ჩახედვა, მიჭირდა სიარული, აღარ მინდოდა არავის ნახვა, თავს ვარიდებდი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მხოლოდ სამსახურში დავდიოდი და ისიც იმიტომ, რომ ვალდებული ვიყავი.
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რამხელა ბედნიერებას მანიჭებს ფოტოების გადაღება. ყველაფერზე უარს ვამბობდი. ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნოდა.
დილას ვიწყებდი შოკოლადით და კოკა-კოლით, რომელიც რეალურად საერთოდ არ მიყვარდა.
დღეს გახდა 1 წელი, რაც გავიკეთე ბარიატრია. 1 წლის განმავლობაში, უთვალავმა ადამიანმა მკითხა, როგორ გავხდი და არ დამიმალავს არასდროს.
თავიდან არაფერი ვიცოდი ამ ოპერაციაზე, არ გამიკითხავს, არ დამიგუგლავს. არ მეშინოდა. ზონდის გადასაყლაპადაც რომ მივედი, 1 წამით არ მქონია შიშის განცდა.
მოკლედ; ჩემი ცხოვრება შეიცვალა 180 გრადუსით.. ?ახლა, ამ ახალ ლიკას რომ ვუყურებ, სულ ვფიქრობ, რომ 1 წლისწინანდელი ადამიანი, მე არ ვიყავი. არ მიყვარდა ის გოგო, რომელსაც სულ სახლში უნდოდა ყოფნა.
ძალიან მიყვარს სიცოცხლე.☀️მიყვარს თავისუფლება და ის სიმსუბუქე, რომელსაც ახლა ვგრძნობ. მიყვარს ფეხით სიარული, ლაშქრობები, ბუნება და ამ ყველაფერზე უარის თქმა მიწევდა დასიებული ფეხების და სუნთქვის უკმარისობის გამო.
უკლებრივ ყველა მახსოვხართ, ვინც ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან დროს, გვერდში მედექით.
უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ოცნების ასრულებისთვის. ეკა ხურციძე ? დე, მადლობა კიდევ ვერ გამოხატავს ამ ყველაფერს..?მადლობა ჩემ უსაყვარლეს ბებიებს, ირას, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში, დამყვებოდა ყველგან; ლიას, რომელიც მწერდა და მირეკავდა ძალიან ხშირად, რომ წნევა გამეზომა და სატურაცია ? მამას, ძმას, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს, რომლებიც ყოველ დღე იყვნენ ჩემთან რეაბილიტაციის დროს. მადლობა ჩემ ყველაზე საყვარელ მეგობარ – ბუსის, რომელიც ზუსტად იქ მაწვებოდა, სადაც მტკიოდა.. ?მადლობა ჩემს ოთხფეხა მეგობრებს, რომ ძალიან მარტივად გადამატანინეს რეაბილიტაციის პერიოდი და დასვენების საშუალებაც არ მომცეს??
ყველაზე მაგარი ამ ამბავში მაინც ის არის, უცხო ადამიანები რომ გამჩნევენ, როგორ შეიცვალე. ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ მათი სტიმული ვარ და რომ ჩემ გამო გადაწყვიტეს იგივე გზის გავლა, რაც ძალიან მახარებს.⭐️
საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ გავიმარჯვე. დავამარცხე ჭარბი წონა. ის, რაც არ მაძლევდა სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას.
ახლა ვარ ბევრად უფრო ჯანმრთელი, ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი. ყველა მეუბნება, წონის კლებასთან ერთად, ხასიათიც შეგეცვალაო. კი; შემიყვარდა ყველა და ყველაფერი, სიცოცხლე მიხარია, სარკეში ყურება მიყვარს, სამსახურში სიარული მიხარია, გამოპრანჭვა, მაკიაჟის გაკეთება; ისევ უამრავ ფოტოს ვიღებ, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით, ვვარჯიშობ და ა.შ.☺️
ბატონო David Abuladze, განსაკუთრებული მადლობა თქვენ, რომ საკუთარი თავი დამიბრუნეთ.. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი❤️ჩემი ბოლო იმედი იყავით თქვენ. პირველად რომ მოვედი კონსულტაციაზე, ზუსტად ვიცოდი, რომ ბედნიერი დასასრული ექნებოდა ჩემ ამბავს. ❤️გემადლიერებით მთელი ცხოვრება თქვენც და თქვენ საოცარ ოჯახსაც. 2 ოცნება ამისრულეთ უკვე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გააბედნიეროთ ჩემსავით☀️?
ბევრმა ადამიანმა მითხრა, ოპერაციის გარეშე ვერ დაიკლებდიო?! დამიკლია, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვდიეტობდი და ვსტრესავდი ორგანიზმს. ნუ გგონიათ, რომ გაიკეთებთ და მორჩა, გამხდარი ხართ. ეგრე არაა. მარტივი გზა ნამდვილად არ იყო, მაგრამ თუ ვინმეს კითხვა გაგიჩნდებათ, მივიღებდი თუ არა იგივე გადაწყვეტილებას, გეტყვით, რომ კი, აუცილებლად! დაუფიქრებლად!
ბარიატრია გაძლევს შანსს, შეცვალო ცხოვრების წესი და მე ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოვიყენე ეს შანსი.
მეგობრებო, ყველას გბალეშიკობთ, ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ და ჩემსავით გაწუხებთ.. იცოდე თუ მე შევძელი, შენც შეძლებ!???❤️??” ჩვენი საყვარელი პაციენტი ლიკა აფციაური გვიზიარებს მის შედეგს და ემოციებს.

Posted by David Abuladze Georgian-Italian clinic on Friday, 5 May 2023

 

 

 

“თუ რაღაც საკმარისად გინდა, აუცილებლად იპოვი გზას, რომ ეს მოხდეს“.
ფოტო მათთვის, ვისაც მოტივაცია სჭირდება❤️
პირველ…

Posted by Lika Aptsiauri on Sunday, 15 January 2023