LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილმა წონის კლებისთვის ქირურგიულ გზას მიმართა: „ვხედავდი სიმართლის მარცვალს იმ ლანძღვა-გინებაში, რასაც ვკითხულობდი…“

1277
adeishvili

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, თეა ადეიშვილმა ლელა წურწუმიას გაუმხილა, რომ ექიმ დავით აბულაძეს მიმართა და წონის კლებისთვის ბარიატრიული ქირურგიის გზა აირჩია.

მისი წონის კლება ნელა მიდის, ჟურნალისტს იმედი აქვს, რომ მისთვის სასურველ 65 კილოგრამს დაუბრუნდება.მან ლელასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წონასთან დაკავშირებით მას მაყურებელი ხშირად არასასიამოვნო კომენტარებს სწერდა:

„სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე. ჩემს თავს ველაპარაკებოდი, თეა ადეიშვილო, სადამდე მიხვედი, სულ იმაზე ოცნებობდი, ჭკვიანი და განათლებული ყოფილიყავი, გარეგნობა იყო ერთადერთი, რაც ხელში გეჭირა, ახლა კი გარეგნობა აღარ გაქვს და არაფერი აღარ დაგრჩება მალე, იმიტომ, რომ ადამიანებს აძლევს ამის თქმის შესაძლებლობას. გულახდილად ვთქვათ, ხომ იყო ამაში ობიექტურობის მარცვალი, რომ მე მართლა დავკარგე ჩემი სახე… ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორიც მოგვწონს. მე მქონდა დისკომფორტი, რადგან დიდი ხანია, სარკიდან სხვა ადამიანი მიყურებს. მე ვერ ვცნობ იმ გოგოს. ჩემი ახლობლებიც ვერ მცნობენ, ვინც ბავშვობაში მიცნობდა. არ მომწონს ზედმეტი ადგილები ჩემს სხეულზე. ეს იყო ჩემი მთავარი პრობლემა და ამიტომ ვხედავდი სიმართლის მარცვალს იმ ლანძღვა-გინებაში, რასაც ვკითხულობდი. მაგრამ თუკი მოვახერხებ და გავხდები, მაინც იპოვიან ჩემს გასაკრიტიკებელ თემას…“

„უკრაინელი გოგო, რომელიც მარიუპოლიდან რუსეთში გაიყვანეს 12 წლის შვილს ეძებს, ბავშვი მამა ქართველია.. შვილი დროებით თავისთან წაუყვანია.. შემდეგ კავშირი გაწყდა“ – რას წერს თეა ადეიშვილი

თეა ადეიშვილი მიშა სააკაშვილს ბოდიშს უხდის: „თქვენ ასეთი ჩაშვებული, „ლომკაში“ ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები გააქრეთ ამ ქალაქიდან, ქუთაისიდან და ამ ქვეყნიდან…“

თეა ადეიშვილი: ამიერიდან აღარავინ გაბედოს და იკადროს ქუთაისს ქურდების ქალაქი უწოდოს! კრიმინალთან მებრძლი ხატია დეკანოიძის უპირატესობა სიმბოლური გარღვევაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g