LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

5908
დენი2

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

„დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას.“-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები